ზურაბ ჭიაბერაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას დახურულ კარს მიღმა ხვდება
ზურაბ ჭიაბერაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას დახურულ კარს მიღმა ხვდება
11:10 19.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

ოპოზიციური ფრაქცია ჭიაბერაშვილთან საპენსიო რეფორმაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სფეროში არსებულ პრობლემებზე გეგმავს საუბარს.

საპარლამენტო ფრაქციებთან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ყველა შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 12:00 საათზე კი, ჯანდაცვის კომიტეტის ღია სხდომა გაიმართება, სადაც ჭიაბერაშვილი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ბეჭდვა