ბაღათურია - განათლების სისტემაში მონოპოლიას კახა ბენდუქიძე და გიული ალასანია ქმნიან
ბაღათურია - განათლების სისტემაში მონოპოლიას კახა ბენდუქიძე და გიული ალასანია ქმნიან
10:40 19.03.2012
განათლების სისტემაში ორი მონოპოლია ყალიბდება. ერთს კახა ბენდუქიძე ქმნის, მეორეს - პრეზიდენტის დედა გიული ალასანია.  ამის შესახებ "ნიუსპრესს""ქართული დასის" ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.

მისი თქმით, განათლების სფეროში მონოპოლიური სისტემის ჩამოყალიბების ფაქტებზე მასალა მუშავდება და სულ მალე მას ფართო საზოგადოებას გააცნობს.

"ის, რაზეც პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობის დროს ვისაუბრე, მასალის 10%–ია, დანარჩენი დოკუმენტები დამუშავების პროცესშია და მათ ოთხშაბათს წარმოვადგენ" – განაცხადა ბაღათურიამ.

21 მარტს ბაღათურია პარლამენტში პრეზენტაციას გამართავს და როგორც მან აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებულ დარღვევების შესახებ ისაუბრებს.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას გამართული დებატების დროს, დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი კორუფციაში დაადანაშაულა.

ბეჭდვა