თბილისში CO-თი ინტოქსიკაციით ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, 23 და 26 წლის
ორი მამაკაცი მუხიანში ცხოვრობდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში გასული დღე-ღამის განმავლობაში მსგავსი ტიპის სხვა გამოძახებას ადგილი არ ჰქონია.
მიმდინარე წელს CO-თი გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 14 მარტს იგივე მიზეზით ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
