NDI სოციალური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
NDI სოციალური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
10:16 19.03.2012
მიმდინარე კვირაში NDI-ის მოსახლეობის სოციალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" NDI-ის დირექტორმა საქართველოში ლუის ნავარომ განუცხადა.


"NDI-ის წინა კვლევა სექტემბერში ჩატარდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე. საინტერესოა, როგორია მოსახლეობის პრიორიტეტები და მოსაზრება ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენის შემდეგ" - განაცხადა ნავარომ.

მისივე თქმით, პარტიული რეიტინგები საჯარო არ იქნება და მას ინდივიდუალურად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნობენ.

ბეჭდვა