"ერთობა სამართლიანობისთვის" "ადვოკატთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებს შეხვდება
"ერთობა სამართლიანობისთვის" "ადვოკატთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებს შეხვდება
10:13 19.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" დღეს "ადვოკატთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებს შეხვდება.

როგორც "ნიუსპრესს" ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, შეხვედრაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ.

კონკრეტულად საუბარი შეეხება სასამართლო სხდომების საჯაროობას და სასამართლო პროცესზე მედიის წარმომადგენლების დასწრების საკითხს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე სასჯელთა შეკრებითობის პრინციპზეც იმსჯელებენ, რომელიც ლირთქიფანიძეს გაუმართლებლად მიაჩნია.

მისი თქმით, ეს საქართველოში პატიმრების რიცხვის ზარდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას იწვევს.
ბეჭდვა