ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა პროექტისთვის - "კარდაკარი" სახელმძღვანელო შექმნა.
მისი პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
სახელმძღვანელო რეგისტრატორებს საქმიანობის პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
დღესვე, "ქორთიარდ მარიოტში" რეგისტრატორების ტრენერთა ტრენინგიც დაიწყება და 21 მარტამდე გაგრძელდება.
სწავლებას 39 ტრენერი გაივლის. ისინი თანამედროვე სწავლების მეთოდით მომზადდებიან და შემდეგ პროექტისთვის "კარდაკარი" 11 100 რეგისტრატორის სწავლებას უზრუნველყოფენ.
რეგისტრატორთა ტრენინგს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი განახორციელებს.
