პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას მიმდინარე კვირაში გამოუცხადებს.
პრემიერ-მინისტრსა და მინისტრობის 19 კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში 20 მარტის სხდომაზე ელოდებიან.
დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" პრემიერი ნიკა გილაური გააცნობს. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანო ნდობას გამოუცხადებს.
დღეს საპარლამენტო ოპოზიცია და რამდენიმე კომიტეტი ჯანდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდება.
ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მთავრობაში მე-7 მინისტრის ჩანაცვლების შემდეგ დადგა. გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ანდრია ურუშაძემ დატოვა, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ურუშაძის შემცვლელი კი - შვეიცარიაში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილია.
