"კარდაკარის" პროექტისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
"კარდაკარის" პროექტისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
18:24 18.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ პროექტისთვის - "კარდაკარი" შექმნილი  სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
სახელმძღვანელო რეგისტრატორებს საქმიანობის პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
ხვალვე, "ქორთიარდ მარიოტში" რეგისტრატორების ტრენერთა ტრენინგიც დაიწყება და 21 მარტამდე გაგრძელდება.
სწავლებას 39 ტრენერი გაივლის. ისინი თანამედროვე სწავლების მეთოდით მომზადდებიან და შემდეგ პროექტისთვის "კარდაკარი" 11 100 რეგისტრატორის სწავლებას უზრუნველყოფენ.
რეგისტრატორთა ტრენინგს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი განახორციელებს.

ბეჭდვა