პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები ხვალ შპს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს დამოუკიდებელ პროფკავშირულ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ
მოუწოდებენ. ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა.
მისი ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორ ირაკლი ეზუგბაიასა და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შორის 2010 წელს მომხდარი გარიგების შედეგად, რკინიგზის თანამშრომლებს პროფკავშირების საწევროს გადასახადის გადახდა შეაწყვეტინეს.
"დღეს იქ სრული ქაოსია. თანამშრომლების ნაწილი საწევროს იხდის, ნაწილი არა. მათი პროფესიული ნიშნით დაცვა არ ხდება" - განაცხადა შალამბერიძემ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი საქართველოს" წევრები ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე რკინიგზის თანამშრომლებს მოუწოდებენ, დამოუკიდებელ ორგანიზაციას "თვისუფალ რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს" შეუერთდნენ.
"ამ ორგანიზაციაში რკინიგზელთა უფლებების დაცვა სრულად მოხდება" - აღნიშნა შალამბერიძემ.
