ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას არ უთქვამს, რომ შეიძლება საქართველოში ომი დაიწყოს
ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას არ უთქვამს, რომ შეიძლება საქართველოში ომი დაიწყოს
13:46 18.03.2012
კოლიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ირაკლი ალასანიას საქართველოში ომის შესაძლო დაწყების პროგნოზი არ გაუკეთებია. ასე განმარტა დღეს სამების ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ  ალასანიას განცხადებები კოლიაციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

"ირაკლი ალასანიას არ უთქვამს, რომ შეიძლება საქართველოში ომი დაიწყოს. იგი მხოლოდ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ დასავლეთ საქართველოში რაღაც გაურკვეველი ფორმირებები ყალიბდება და, რომ ხელისუფლება ამის მსგავს რამეს ამზადებს" - განუმარტა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში პოლიციური დაჯგუფებები ყალიბდება, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლება არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმავს. მან ამის თაობაზე დიპლომატებთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის საქართველოში სირიის მაგალითი განმეორდეს, რასაც ოპოზიცია და "ქართული ოცნება" არ დაუშვებს.

ალასანიას განცხადებებს მწვავე შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლთა მხრიდან. უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ასალიანია ამ განცხადებით შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

ბეჭდვა