საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის "თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე სასამართლო პროცესების საჯაროობას ითხოვს.
როგორც "ნიუსპრესთან" საუბარში ლორთქიფანიძემ განაცხადა, სასამართლო პროცესებზე საქმის განხილვის დროს მედიას შესაძლებლობა ექნება სხდომის ვიდეო ჩაწერა ან მისი ტრანსლირება მოახდინოს.
"საქმის განხილვის საქვეყნო ხასიათი შესაძლებლობას მისცემს პრესას ამ პროცესებზე საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს" - განაცახდა ლორთქიფანიძემ.
ოპოზიციური ფრაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტში "ადვოკატთა ასოციაციის სისიხლის სამართლის კომიტეტის" წევრებთან შეხვედრას მოაწყობს, სადაც ახალი საკანონდებლო ინიციატივები განიხილება.
