ბაღათურიამ პრეზიდენტის მიერ ქონების შეძენის ახალი ფაქტი აღმოაჩინა
ბაღათურიამ პრეზიდენტის მიერ ქონების შეძენის ახალი ფაქტი აღმოაჩინა
12:40 18.03.2012
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის მიერ ქონების უკანონოდ შეძენის ახალი ფაქტები აღმოაჩინა.

როგორც "ნიუსპრესთან" საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, მან მიხეილ სააკაშვილის მიერ უკანონოდ შეძენილი კიდევ ერთი უძრავი ქონება აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით 1 მლნ ლარამდე ღირებულებისაა.

ბაღათურია აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია მუშავდება და ფაქტობრივ მტკიცებულებებს საზოგადოებას იგი უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ბაღათურია პარტლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შემქნას მოითხოვს, რომელიც პრეზიდენტის და მისი ოჯახის მიერ ქონების შეძენის ფაქტებს შეისწავლის.


ბეჭდვა