საპენსიო რეფორმის პაკეტში მასშტაბური ცვლილბები არ იგეგმება
საპენსიო რეფორმის პაკეტში მასშტაბური ცვლილბები არ იგეგმება
12:29 18.03.2012
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო რეფორმაში მასშტაბური ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.
"ნიუსპრესთან" საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პოლიტიკა და მიდგომა უკვე განსაზღვრული აქვს.
"ჩემი ამოცანა ამ პოლიტიკის ეფექტური განხორციელებაა. კარგად ვიცნობ ამ სფეროში ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასა და პრაქტიკას, არამგონია, რომ ჩვენთან რაიმე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივები იყოს საჭირო. საპენსიო რეფორმა განსაზღვრულია და წარმატებით მიმდინარეობს" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტში საპენსიო პაკეტის განხილვა ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის გამო გადაიდო. რეფორმაზე მომავლ კვირაში იმსჯელებენ, როცა პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.


ბეჭდვა