მომავალ კვირაში NDI მოსახლეობის სოციალური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" NDI-ის დირექტორმა საქართველოში ლუის ნავარომ განუცხადა.
"NDI-ის წინა კვლევა სექტემბერში ჩატარდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე. საინტერესოა, როგორია მოსახლეობის პრიორიტეტები და მოსაზრება ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენის შემდეგ" - განაცხადა ნავარომ.
მისივე თქმით, პარტიული რეიტინგები საჯარო არ იქნება და მას ინდივიდუალურ რეჟიმში გააცნობენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
