ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაარსებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში," "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ჩემი ოცნებაა ჩემი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, კოალიციის ლიდერებს შორის დემოკრატიულ საფუძველზე არსებული კონკურენცია იყოს" - აღნიშნა ივანიშვილმა სიტვით გამოსვლისას.
