პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანი
ქართული ბაზრის საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციით გაჯერებაა, რის შემდეგაც ქართული პროდუქცია უკვე ექსპორტზე უნდა გავიდეს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს, წეროვანში ახალი სათბურის დათვალიერებისას გააკეთა.
" ჩვენი მიზანი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, კიდევ უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმის შექმნა, ინვესტირება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და ტექნიკის შემოყვანაა" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
წეროვნის სათბური, რომელიც დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა, სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა. მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მისი დასრულების შემდეგ 30-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დასაქმებულთა შორის ძირითადად დევნილები არიან.
