სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა
14:57 17.03.2012
საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დღეს ქართველ კოლეგას - გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.



ბეჭდვა