დეპუტატებს საპენსიო პაკეტს ჯანდაცვის ახალი მინისტრი გააცნობს
დეპუტატებს საპენსიო პაკეტს ჯანდაცვის ახალი მინისტრი გააცნობს
11:32 17.03.2012
პარლამენტში საპენსიო პაკეტის განხილვა ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის გამო გადაიდო.  საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა დეპუტატებს მომავალ კვირას მოუწევთ. საპენსიო პაკეტი პირველი მოსმენით დეპუტატებს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ გააცნო. მისი მეორე და მესამე მოსმენით განხილვა კი ჯანდაცვის ახალი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დამტკიცების შემდეგ მოხდება.
საპენსიო რეფორმას ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" აკრიტიკებს და მას უსამართლოს უწოდებს. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მარჩენალდაკარგულები ისევ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლები დახმარების იმედად რჩებიან.
ოპოზიცია იმ ფაქტსაც აკრიტიკებს, რომ ასაკით პენსიონერ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის უსამართლო ზღვარი დაწესდა და 60 წლის ასაკში პენსიაზე გასულ ქალბატონებს 140 ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი უწევთ, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ 2 წელი.

ბეჭდვა