"ღიმილიანი საქართველოს" პროგრამის დაფინანსებაზე მუშაობა დაიწყო
"ღიმილიანი საქართველოს" პროგრამის დაფინანსებაზე მუშაობა დაიწყო
11:02 17.03.2012
პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" თანხების მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს.  ეს განცხადება "ნიუსპრესთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გააკეთა.
პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის და ის ხანდაზმული ადამიანებისთვის სტომატოლოგიურ მომსახურებას შეეხება, თუმცა მისი კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
"ეს პრობლემა საქართველოში გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში არსებობს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს აწუხებს რადგან სტომატოლოგების მომსახურება საკმაოდ ძვირია. ამ პროგრამის დაფინანსება გამჭვირვალე პროცესი იქნება და ძირითადად საბიუჯეტო დანახარჯებს შეეხება, თუმცა შესაძლოა პროგრამაში დონორებიც ჩაერთონ" - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ბეჭდვა