მინისტრთა განახლებული კაბინეტი პარლამენტის წინაშე ძველი სამთავრობო პროგრამით - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე," წარსდგა.
ეს პროგრამა რამდენიმე წლის წინ მომზადდა და ამ დოკუმენტით მთავრობას პარლამენტი უკვე მეორედ ამტკიცებს.
სამთავრობო პროგრამის განხილვას დეპუტატები კომიტეტებში აღარ გეგმავენ, რადგან მასზე წლებია მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის პროგრამას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ სიღარიბეს ვერაფერი მოუხერხა.
სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტს, სამშაბათს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წარადგენს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას 20 მარტს გამოუცხადებს.
