სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დღეს სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას - გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრის მიზანს კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვა წარმოადგენს.
შეგახსენებთ,რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ბოლოს 2011 წლის ივნისში სტუმრობდა.
