"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ნაღებაშვილმა განუცხადა, ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებია.
"საკადრო ცვლილებები საქართველოსთვის უცხო არ არის. ცვლილებებს აზრი მაშინ აქვს თუ არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა მოხდება. ახალმა მინისტრმა უნდა წარმოადგინოს ხედვა, რა იქნება მომავალში და რეალურად რას შეცვლის"- განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა.
ბრიფინგზე "ევროპელი დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილისგან გრძელვადიანი გეგმის წარმოდგენასაც მოითხოვენ.
