ნაგავსაყრელების მოსაწყობად ახალი სამსახური იქმნება
ნაგავსაყრელების მოსაწყობად ახალი სამსახური იქმნება
19:45 16.03.2012
ნაგავსაყრელების მოსაწყობად ახალი სამსახური იქმნება. დღეს პარლამენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს და მისი 100%-იანი წილი მართვის უფლებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ნაგავსაყრელების მოწყობა, მიმდინარე წლის 1 მაისიდან უნდა დაიწყოს.


ბეჭდვა