"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა და საქართველოს სტუდენტთა უფლებების დაცვის ლიგა ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" ახალგაზრდულ ორგანიზაციაში განუცხადეს, აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოეწყობა.
აქციაზე ისინი სტუდენტთა უფლებების დაცვას მოითხოვენ და სტუდენტების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას გააპროტესტებენ.
