პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ლიდერებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პარტიის თავმჯდომარის ნანა გულუას თქმით, პარტიის უმთავრესი პრიორიტეტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
"ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, არასოდეს დაავიწყდება 16 მარტი, რომელიც ქართველი გმირების თავგანწირვით გამოირჩეოდა. ამ ბიჭების სურვილი იყო არც ერთი მტკაველი მიწა არ დაეთმოთ მტრისთვის და არასოდეს დაეშვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
