დღეიდან ნოტარიუსებს ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე კომპანიის შექმნა შეუძლიათ.
პარლამენტმა "ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი ხდება ნოტარიუსებმა სხვა ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან, კერძო აღმასრულებლებთან და ან აუდიტორებთან ერთად, ამხანაგობა ან სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია შექმნან, გარდა სააქციო საზოგადოებისა.
ასეთი ტიპის კომპანიის შექმნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები კომპანიის წესდების პროექტს და ბიზნეს-გეგმას იუსტიციის სამინისტროში წარადგენენ და შესაბამის თანხმობას მიიღებენ.
