საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად დღეს გუდაურს ესტუმრა და მისი განვითარების პროექტს ადგილზე გაეცნო.
"ახალ გუდაურში" ახლადგახსნილი გონდოლით პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ისარგებლეს და განახლებულ ტრასაზე ისრიალეს.
პრეზიდენტმა გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისათვის აშენებული საინფორმაციო ცენტრიც დაათვალიერა და განახლებული სათხილამურო ტრასებიც დაათვალიერა.
