ზურაბ მელიქიშვილი – "ნაციონალური მოძრაობის" ხარჯები გამჭვირვალეა
ზურაბ მელიქიშვილი – "ნაციონალური მოძრაობის" ხარჯები გამჭვირვალეა
16:48 16.03.2012
"ნაციონალური მოძრაობის" ხარჯები გამჭვირვალეა და პარტიის ფინანსური დეკლარაციის გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.  ეს განცხადება ზურაბ მელიქიშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპასუხოდ გააკეთა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კონტროლის პალატისთვის წარდგენილი 2011 წლის ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უცნობია ნაციონალური მოძრაობის" მთლიანი შემოსავლების 38% -ს ანუ 2 278 442 ლარის წარმომავლობა.
ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, პარტიის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში არსებულ აუდიტორულ დასკვნაში ასახულია, რომ ეს თანხა ძველი ოფისის – თბილისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე შენობის გასხვისებით მიღებული შემოსავალია.

ბეჭდვა