"ახალგაზრდა მემარჯვენეები" თბილისის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებენ
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" თბილისის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებენ
15:54 16.03.2012
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" ძველი თბილისის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კაზინო "შანგრილასთან" დღეს აქცია გამართეს.
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" ქალაქის არქიტექტურის სამსახურისგან იმ სხდომის ოქმის განსაჯაროებას ითხოვენ, რომელზეც აღნიშნული შენობის აგების ნებართვა გაიცა.
მათი თქმით, კაზინო "შანგრილა" ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა ქალაქის არქიტექტურულ სამსახურს ეკისრება.
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ ამ ტიპის დაწესებულების საპატრიარქოსა და სიონის ტაძარს შორის არსებობა, მიზანშეწონილი არ არის.
"მოვითხოვთ შეიქმნას კომისია, რომელშიც თბილისის დაგეგმარებაზე მომუშავე არქიტექტორები და ექსპერტები შევლენ და მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ შეიძლება ამ შენობის რეკონსტრუქცია ან გარე ფასადის შეცვლა. მსგავსი ტიპის შენობებს ჩვენ "არქიტექტური შანგრილობა" ვუწოდეთ და ვითხოვთ, შეწყდეს ასეთი შენობების აშენება თბილისში"- განუცხადა "ნიუსპრესს" "ახალგაზრდა მემარჯვენეების" წევრმა თამარ კაკაბაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ამ საკითხზე აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.

ბეჭდვა