ბურჯანაძე - კარგია ბასი ახლა მაინც რომ არის შეშფოთებული ხელისუფლების უკანონობით
ბურჯანაძე - კარგია ბასი ახლა მაინც რომ არის შეშფოთებული ხელისუფლების უკანონობით
15:49 16.03.2012
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადებას კონტოლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.  
"კარგია ჯონ ბასი ახლა მაინც რომ არის შეშფოთებული ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონობით და ზეწოლით. ასეთი შეშფოთებული რომ ყოფილიყო "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" წინააღმდეგ განხორციელებული გაცილებით უფრო მძიმე უკანონობით, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ ბასი ერთხელ მაინც დაინტერესდება 42 პოლიტპატიმრის ბედით.
ჯონ ბასმა განაცხადა, რომ იგი შეწუხებულია იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს.

"სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლითაც კონტროლის პალატა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს, ხელს ვერ შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ" - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

ბეჭდვა