ლეიბორისტები 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებას ითხოვენ
ლეიბორისტები 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებას ითხოვენ
15:30 16.03.2012
"ლეიბორისტული პარტია" დღეს პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართავს და 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებას მოითხოვს. ამის შესახებ  "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავარი ლეიბორისტის თქმით, 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივად განახორციელეს აგრესია და საქართველო გაიყვეს. 16 მარტს ამ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებით, ტაო-კლარჯეთი, ოლთისი, ართვინი, არდაგანი თურქეთს გადაეცა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საუკუნის მანძილზე საქართველომ ძირძველი ტერიტორიების ნახევარზე მეტი დაკარგა. "ჩვენი სამშობლოს დაშლის პროცესი სააკაშვილის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ დააგვირგვინა, რის შედეგადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ" - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა