ბურჯანაძე - "ქართულ ოცნებაში" შესვლა "სახალხო კრება"-ს არასოდეს უთხოვია
ბურჯანაძე - "ქართულ ოცნებაში" შესვლა "სახალხო კრება"-ს არასოდეს უთხოვია
15:26 16.03.2012
"სახალხო კრება"-ს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიღება არასოდეს უთხოვია. ამის შესახებ სასტუმრო "ვერე პალასში" მიმდინარე "სახალხო კრების" საბჭოს  სხდომის ფარგლებში, ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
"არავინ კოალიციაში და "ქართულ ოცნებაში" მიღებას არ გთხოვთ, თქვენ ხელფასებს არავინ გეცილებათ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაერთიანდეს ოპოზიციური ფრონტი იმისთვის, რათა საპატიო მეორე ადგილზე არ გავიდეს რომელიმე ოპოზიციური ძალა და ნაცმოძრაობა დამარცხდეს არჩევნებში" - აღნიშნა ბურჯანაძემ კოალიციის მისამართით.
მისი თქმით, "სახალხო კრება" წარმატებას აუცილებლად მიაღწევს, მაგრამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების გარეშე, ეს უფრო რთული მისაღწევი იქნება.

ბეჭდვა