რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია ერთ ვებ-გვერდზე -beyondtbilisi.ge მოიყრის თავს.
ვებ-გვერდი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს"
ახალი პროექტის "beyondtbilisi თბილისს მიღმა" შეიქმნა.
პროექტის ავტორთა განცხადებით, ისინი ითანამშრომლებენ საქართველოს რეგიონების საინფორმაციო ცენტრებთან, გამომცემლობებთან და გაზეთებთან.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მოქმედმა საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგიონებში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიიღონ, ვებ-გვერდი ორენოვანი იქნება.
გიგაურმა აღნიშნა, რომ მასალის შერჩევისას ძირითადი აქცენტი კორუფციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გაკეთება. მისივე განცხადებით, ვებ-გვერდის საშუალებით რეგიონული მედიის პოპულარიზაციაც მოხდება.
