ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სფეროში რამდენიმე ახალი ინიციატივა აქვს მომზადებული, რომელზეც პრეზიდენტთან, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დარგის
სპეციალისტებთან კონსულტაციას გაივლის.
ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვა და სოციალური სფერო კომპლექსური სფეროა, სადაც ძირითადი მიმართულებები უკვე განსაზღვრულია.
"როდესაც სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში ვივლი, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენს განხორციელებულ საქმეს ადამიანური სახე ჰქონდეს" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში 20 მარტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
