ზურაბ ჭიაბერაშვილი სერიოზულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს
ზურაბ ჭიაბერაშვილი სერიოზულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს
14:41 16.03.2012
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ ეტაპზე სერიოზულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად რაიმე სერიოზული ძვრების დაწყება გამართლებულად არ მიმაჩნია, თუმცა, თუ ვინმე საკუთარ ფუნქციას არ შეასრულებს, ამაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს.
მისივე თქმით, ბუნებრივია, არცერთი მინისტრი საქმეს მარტო არ აკეთებს და ამ პროცესში სხვა ადამიანებიც მონაწილეობენ.
მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს და მთავრობის მთელ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას 20 მარტს გამოუცხადებს.

ბეჭდვა