"ვერე პალასში" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრთა სხდომა მიმდინარეობს
"ვერე პალასში" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრთა სხდომა მიმდინარეობს
14:37 16.03.2012
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრების სხდომა ამ წუთებში სასტუმრო "ვერე პალასში" მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე "დემოკარტიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, სხდომაზე იმ ინიციატივებზე იმსჯელებენ, რასაც "სახალხო კრება" პარტიებს შესთავაზებს.

ნინო ბურჯანაძე "სახალხო კრებაში" "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" შესვლის ფაქტსაც მიესალმება. მოძრაობა კრებას დღეს შეუერთდა.

სხდომას "სახალხო კრების" ლიდერები ირაკლი ბათიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ლუკა კურტანიძე და სხვები ესწრებიან.

კრების პრესსპიკერად სოსო ჯაჭვლიანი დაინიშნა.


ბეჭდვა