საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გვირგვინით შეამკო.
მისი თქმით, გუშინდელი და დღევანდელი დღე ძალიან ტკივილიანია.
"ეს დღეები აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა და მეგობრობა განახლდეს" - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.
1993 წლის 15-16 მარტს ქართველმა მეომრებმა სოხუმზე ყველაზე მასშტაბური შეტევა მოიგერიეს.
