წიკლაური ალასანიას განცხადებას აბსურდს უწოდებს
წიკლაური ალასანიას განცხადებას აბსურდს უწოდებს
13:31 16.03.2012
უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ირაკლი ალასანიას განცხადებას სრულ აბსურდს უწოდებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ზუგდიდში სპეციალური პოლიციური დანაყოფები იქმნება, რომლის გამოყენებასაც სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმავს.
ნუგზარ წიკლაური აცხადებს,რომ ნებაყოფლობთი რეზერვი თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და მის შესახებ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაც იყო.
"ნებაყოფლობითი რეზერვის ამოცანა იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ერთი ნაწილი ოკუპირებულია, მოსახლეობაში სამხედრო უნარ–ჩვევების ამაღლებაა. ეს არავისთვის დამალული ან დაფარული არ არის. ასეთი შეკრებები იყო არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ ქართლში, კახეთში" – განმარტა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ისინი ერთკვირიან მომზადებას გადიან და თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებს უეფლებიან, შემდეგ სახლში ბრუნდებიან და თან არა აქვთ, არც ფორმა და არც იარაღი.
"ვინმეს რაზმების მომზადება რომ სურდეს, როგორც ამას ალასანია ამბობს, გარწმუნებთმ ეს ტელევიზიით არ გადაიცემოდა" - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ბეჭდვა