კუბლაშვილს ინფორმაცია არა აქვს ვენეციის კომისიაში განიხილება თუ არა "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონი
კუბლაშვილს ინფორმაცია არა აქვს ვენეციის კომისიაში განიხილება თუ არა "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონი
13:27 16.03.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ვენეციის კომისიის სხდომაზე "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის განხილვის შესახებ  ინფორმაციას არ ფლობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს განიხილავენ.
კუბლაშვილმა განმარტა, რომ პაპუაშვილი ვენეციის კომისიის წევრია და გასაკვირი არ არის, რომ ის ვენეციის კომისიის სხდომას ესწრება.


ბეჭდვა