სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სასწავლო ცენტრის 2012-2015 წლების განვითარების
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
მინისტრის განმარტებით, სტრატეგიის მთავარი მიზანია თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება და მათი მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა.
ცენტრი ითანამშრომლებს ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ორიენტირებული და რეფორმებზე მორგებული თანამედროვე პროგრამებით გადაამზადებს.
