გია გვაზავა - დღევანდელი დღე საქართველოს ბიჭების გმირობის დღეა
გია გვაზავა - დღევანდელი დღე საქართველოს  ბიჭების გმირობის დღეა
12:58 16.03.2012
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით საქართველოს ჰიმნის ფონზე შეამკეს.

როგორც "ნიუსპრესთან" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ბიჭების გმირობის დღეა.
"ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ გადააქციეს ამ პირტიტველა ბიჭებმა ქართული ლაშქარი ნამდვილ ქართულ ჯარად" - განაცხადა გვაზავამ.
მისი თქმით, ეს დღე ნამდვილი გმირობის მაგალითია.
1993 წლის 15-16 მარტს ქართველმა მეომრებმა სოხუმზე ყველაზე მასშტაბური შეტევა მოიგერიეს.


ბეჭდვა