მთავრობა ანტინარკოტიკულ კამპანიას აგრძელებს
მთავრობა ანტინარკოტიკულ კამპანიას აგრძელებს
12:37 16.03.2012
საქართველოს სახელმწიფო ნარკომანიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, მარტო სახელმწიფო საზოგადოების აქტიური ჩარევის გარეშე ნარკომანიას საბოლოოდ ვერ დაამარცხებს. მისივე განმარტებით, დიდი მიღწევაა, ის რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი აღარ ახალგაზრდავდება.
"ჩვენ დავუკვეთეთ რამდენიმე ახალი კლიპი, რომელიც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული და რომელიც ასახავს რეალურად რა შედეგი გამოიღო აქტიურმა ბრძოლამ ნარკომანიის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ"- განაცხადა საყვარელიძემ.
მათივე განმარტებით, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ნარკომანია ქვეყნისთვის დამღუპველია.


ბეჭდვა