ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს ჯონ ბასის შეფასება გაითვალისწინოს
ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს ჯონ ბასის შეფასება გაითვალისწინოს
12:28 16.03.2012
"ქართული დასის" ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ელჩის ჯონ ბასის მოსაზრების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კონტროლის პალატის ქმედებებს რეპრესიის სახე აქვს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"კონტროლის პალატის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" და "სახალხო კრების" წარმომადგენლებს იბარებენ და მათ მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებენ. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიები"- განაცხადა ბაღათურიამ.
აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე, კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, წუხილი გამოთქვა.



ბეჭდვა