საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გვირგვინით შეამკო.
მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
"ჩვენ იმ დაღუპულ გმირებს ვეღარაფერს გავუკეთებთ, გარდა იმისა, რომ მათი ოჯახების სოციალური პირობები გავაუმჯობესოთ" - განაცხადა ალასანიამ.
1993 წლის 16 მარტს ქართველმა ჯარისკაცებმა სოხუმზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.
