ახვლედიანი - ამერიკულმა მხარემ ჩათვალა, რომ კონტროლის პალატის სიხისტემ ზღვარს გადააჭარბა
ახვლედიანი - ამერიკულმა მხარემ ჩათვალა, რომ კონტროლის პალატის სიხისტემ ზღვარს გადააჭარბა
12:11 16.03.2012
კონტროლის პალატის ქმედებები და ზედმეტი სიხისტე საერთაშორისო სტანდარტებს გასცდა. ეს კომენტარი საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი  ახვლედიანმა აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
ახვლედიანის განმარტებით, სწორედ ეს ელჩის განცხადებისა და შეფასების საფუძველი გახდა.
"ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ გამჭვირვალე ფინანსები პოლიტიკაში აუცილებელია, მაგრამ ეს შეზღუდვების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, ამერიკულმა მხარემ ჩათვალა, რომ სიხისტემ ზღვარს გადააჭარბა" – განაცხადა ახვლედიანმა.
ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეწუხებულია.



ბეჭდვა