ალასანია - ბასის შეფასება ისეთია, როგორიც ნებისმიერ ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჰქონდეს
ალასანია - ბასის შეფასება ისეთია, როგორიც ნებისმიერ ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჰქონდეს
12:07 16.03.2012
ამერიკის ელჩის ჯონ ბასის შეფასება ისეთია, როგორიც ნებისმიერ ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

"კონტროლის პალატის თაობაზე ამის მეტი განცხადების გაკეთება აღარ მსურს" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ჯონ ბასმა განაცხადა, რომ იგი შეწუხებულია იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს.

"სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლითაც კონტროლის პალატა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს, ხელს ვერ შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ" - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

ბეჭდვა