ირაკლი ალასანია - ზუგდიდში პოლიციურ დანაყოფებს სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ გამოიყენებს
ირაკლი ალასანია - ზუგდიდში პოლიციურ დანაყოფებს სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ გამოიყენებს
11:57 16.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ზუგდიდიში სპეციალური პოლიციური დანაყოფები იქმნება.

ალასანიას განცხადებით, კოალიციას ინფორმაცია აქვს, რომ ამ ძალებს ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ზუგდიდში იქმნება პოლიციური დანაყოფები, რომლის გამოყენებასაც სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ აპირებს" - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მსგავსი ქმედება არ გამოუვა.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა სირიის მაგალითის განმეორება გამორიცხული არ არის, რასაც „ქართული ოცნება“  და ოპოზიცია არ დაუშვებს. 

ალასანია აღნიშნავს, რომ"ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთის, რომ არჩევნები წარმატებით დასრულდეს. 



ბეჭდვა