"მე-9 არხისათვის" ლიცენზიის მინიჭების თაობაზე აუქციონი დღეს ჩატარდება
"მე-9 არხისათვის" ლიცენზიის მინიჭების თაობაზე აუქციონი დღეს ჩატარდება
10:38 16.03.2012
"მე-9 არხისათვის" (შპს "იგრიკა") რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე აუქციონი დღეს 16:00 საათზე ჩატარდება.

ამის შესახებ "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომა ღიაა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კომუნიკაციების კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სათაო სადგურამდე; მობლური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისთვის ლიცენზია შპს "იგრიკა"-მ მოითხოვა.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 720 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ფასი კი, 436 ლარს შეადგენს.

ბეჭდვა