გერმანია საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აუცილებლობად მიიჩნევს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე პირადად დაკავდება იმით, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიანი მონიტორინგი განხორციელდეს.
ალასანიას თქმით, გერმანული მხარე ხედავს იმის აუცილებლობას, რომ საქართველოში სამართლიანი არჩვენები უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი, გერმანიისა და ევროკავშირის თანამონაწილეობით, პროცესების გრძელვადიანი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა იმ ტერორზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მისდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე ახორციელებს.
თბილისში ვიზიტით მყოფი გუიდო ვესტერველე სასტუმრო "რედისონში" ოპოზიციური პარტიების წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.
