თბილისში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გუიდო ვესტერველეს შეხვედრა ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უკვე დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წამომადგენლებმა აღნიშნეს, საუბარი ძირითადად საქართველოში დაგეგმილ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მან ყურადღება საქართველოში წინასაარჩევნოდ საერთაშორისო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობაზე გაამახვილა.
მისივე თქმით, გერმანული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ საკითხს, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რამდენად კონკურენტული საარჩევნო გარემო იქნება.
ეკა გიგაურის თქმით, მან ქვეყანაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა.
შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
